მალტა - ფასების სამოთხე!

ტურის ღირებულება: 1 439 ლარი (ერთ მგზავრზე ორადგილიან ნომერში)

ტურის ჯამური ბიუჯეტი ორ მგზავრზე:
 2 878 ლარი

მალტაზე, St. Julian’s-ში, 12 შოთ ტეკილას 6 ევროდ დალევთ. ამით ყველაფერი ნათქვამია, მალტაზე დასვენების მთავარი კომფორტიც ხომ სწორედ ეს არის: ფასების სამოთხეა! რაც ესეთი იშვიათობაა ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე.

*St. Julian’s. მალტა

გაფრენის თარიღი და დრო: 4 ივლისი, 07:20 (ადგილობრივი დრო). თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

მალტაზე ჩაფრენის თარიღი და დრო: 4 ივლისი 09:30 (ადგილობრივი დრო). მალტის საერთაშორისო აეროპორტი. ქ. ლუქა

გამოფრენის თარიღი და დრო: 11 ივლისი 00:40 (ადგილობრივი დრო).

თბილისში ჩამოფრენის თარიღი და დრო:
 
11 ივლისი 06:30 (დგილობრივი დრო).

ფრენის ხანგრძლივობა: 3სთ. და 50წთ.

კვება ფრენის დროს: Air Malta-ს მენიუ. ადგილზე ანგარიშსწორებით.

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე / 6 ღამე

ტრანსპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე გათვალისწინებულია, როგორც ჩასვლის ასევე უკან დაბრუნების თარიღში. მომსახურეობა შესულია ტურის საერთო ღირებულებაში. 

მგზავრობის ხანგრძლივობა აეროპორტიდან სასტუმრომდე: 30 წთ.

სასტუმრო: St. George’s Park Hotel 
მდებარეობა: წმ. ჯულიანის ქალაქი (St. Jualian’s)
Check in: 4 ივლისი 14:00
Check out: 10 ივლისი 12:00
კვება: საუზმე. დილის 08:00-10:00

*St. Julian’s-ის სანაპირო. მალტა
*St. Julian’s-ის ნავსადგური
*Cafe Del Mar Malta

აქაურობას ახალგაზრდების სამოთხეს უწოდებენ, უამრავი კლუბის, ბარის, რესტორნის და თქვენ წარმოიდგინეთ სასწავლებლის გამო. ინგლისურის ყველაზე მაგარი სასწავლო კურსები სწორედ აქა არის!

Cafe Del Mar-ის პლიაჟზე თუ გნებავთ გარუჯვა, აქ ჩამოდით! ინგლისურის სწავლა თუ გინდათ, აქ ჩამოდით! ზღვაზე დასვენება თუ გინდათ აქ ჩამოდით!

და ყველაზე, ყველაზე მთავარი – მზის ჩასვლის დროს, როცა მალტის მოძველებულ სახლებს სტაფილოსფერი მზე დაეცემა, როცა მეთევზეები ძველ რადიოლას ჩართავენ ნავსადგურებში, ჯულიანის მხარეს, თავიდან თითქოს მიყრუებული მუსიკის ხმა უფრო და უფრო მოიმატებს და სულ ცოტა ხანში, მთელი ქალაქი ერთ დიდ საცეკვაო მოედნად გადაიქცევა!

ჯგუფური ექსკურსიის თარიღი: 5 ივლისი
ხანგრძლივობა: 20:00-2:00 
გამოცდილი ადგილობრივი გიდი, ღამით Vittoriosa-ს ცნობილი ნავსადგურისკენ გაგიძღვებათ. აქედან ულამაზესი ხედები იშლება სანაპიროზე, სადაც მალტელი რაინდები, პირველად, 1 530 წელს დასახლდნენ. ტურის ყველაზე ჯადოსნური ნაწილი, ღამით, ძველი დედაქალაქის – მდინას ქუჩებში სეირნობაა. აქ დრო დიდი ხნის წინ გაჩერდა.

ჯგუფურ ექსკურსიაში მონაწილეობა ჩვენი საჩუქარია!

ტურის დაჯავშნის მსურველებმა, დაგვირეკეთ “საგზურის” ტელეფონის ნომერზე (032) 2 294 – 343 ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tamuna@sagzuri.com

მე, თამუნა ქურდოვანიძე, ვიქნები თქვენი ტურ-მენეჯერი, რაც ნიშავს იმას, რომ არ მოგიწევთ აეროპორტში, სასტუმროში ან სხვაგან, საინფორმაციო სტენდების ძებნა. არ მოგიწევთ, რადგან არ დაგჭირდებათ. ყველაფერში გაგარკვევთ და ხაზზე ვიქნები 24/7.

დაჯავშნისას იხდით, ტურის სრული ღირებულების 30%-ს და დარჩენილ 70%-ს გაფრენის თარიღამდე 10 დღით ადრე.