რა გვავიწყებს ხანგრძლივ ფრენას?

ბრუკლინში ცხოვრება უფრო იაფია ჯდება, ვიდრე მანჰეტენზე. იაფია არამხოლოდ სასტუმროები და სახლები, არამედ სუში, საპონი და ბურგერებიც კი. მანჰეტენზე, პატარა კაფეებში 5 დოლარად შეჭამთ სუშის. ბრუკლინში კი – 2,5 დოლარიც კი ღირს. საქართველოდან ჩამოსული ტურისტებისთვის ცალკე ღირსშესანიშნაობაა 2 დოლარიანი “კალიფორნია”. ვერასდროს იტყვი ცალსახად იაფია თუ არა ნიუ-იორკი.

აქ შეიძლება ამერიკანო 2 დოლარადაც დალიო და 100 დოლარადაც. მთავარია, ისეთ რესტორანში არ შებოდიალდეთ, სადაც სარაჯესიკა პარკერი საუზმობს.

*Dumbo

თუ შთაბეჭდილებებს და ნიუ-იორკს ეძებთ, შეგიძლიათ მანჰეტენზე ბრუკლინიდან Ferry-ით მოხვდეთ. შესანიშნავი ალტერნატივაა საცობებს და მეტროს დააღწიოთ თავი. Ferry-ით მოხვდები ასევე პარკში, რომელსაც Dumbo ქვია. DUMBO წითელი სახლების, სკვერების, სანაყინეების ძველი კვარტალია. იტალიური პიცერიებით სავსე. ვერსად ვერ შეჭამთ ასეთ გემრიელ მარგარიტას. Too much ამერიკულ კორპუსებს მზე ადგება კენწეროში. კედელზე გაყოლებული გარე კიბეებიც შეგიყვარდებათ –  სახლში ხულიგნურად შესაძრომი. აქაა გადაღებული 90-იანების საქართველოს ყველაზე დიდი კინო-სისუსტე “ერთხელ ამერიკაში“. Movie scene-ების კვალდაკვალ, სანაპიროზე, ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდებს შორის (სადაც უამრავ გოგოს-ბიჭებს უკოცნავია უამრავ კინოში) წააწყდებით შეყვარებულ წყვილებს.

Time Square ჯობია ღამე ნახოთ. სრული სიგიჟეა –  ყვითელი ტაქსები, “ასფალტ-მიკერებული“ ტროტუარები, კანალიზაციის ჭებიდან ამოსული კვამლი, ფერადი, გიგანტური ბანერები, ლამის ციური პლანეტებივით ანათებენ

*Times Square

ნიუ-იორკელებს აქ თითქმის ვერ ნახავთ. სავსეა აქაურობა ტურისტებით. აი, ლინკოლნ-ცენტრში აუცილებლად ნახავთ ქალაქის ყველაზე სნობურ ნაწილს. ჯულიარდის სკოლასთან ძალიან კარგი ფაბებია. მაგალითად, ერთ-ერთს The Smith ქვია. Hot potato chips with blue cheese გასინჯეთ, ასევე ლუდი და პიტნის ლიმონათი. ამ კვარტალში ყველა ისეთი მომხიბვლელია, ოქროს ცენტივით ბზინვარე და გაპიწკინებულები, მათ შორის, The New York City Ballet-იდან გამოსული ფრაკიანი კაცები და საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალები.

ასე რომ, ლინკოლნ-ცენტრში ძალიან ტურისტულად ჩაცმულები თუ მოხვდებით შეიძლება თავი უხერხულად იგრნოთ

*ლინკოლნ-ცენტრი

კვირა ნიუ-იორკში წარმოუდგენლად ლაღია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში თუ აპირებთ წასვლას, ერთი დღე უნდა გადადოთ. შეგიძლია საქველმოქმედო ყუთში ფული ჩააგდოთ და ისე შეხვიდეთ, ან 25 დოლარი გადაიხადოთ ბილეთში. ძირითადად, ყველა ქველმოქმედებას ეწევა და გაცილებით იაფადაც შედის. მაგრამ ნიუ-იორკის მოყვარულები, როგორც წესი, არ ატარებენ ხოლმე მთელ დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში და გარეთ ბოდიალი ურჩევნიათ. მეც ასეთი ვარ. თუ Barnes & Noble-ში შეისეირნებთ, შეგიძლიათ Fresh baked cookies უფასოდ ჭამოთ ყოველ შენაძენზე. დიდხანს ნუ შეყოვნდებით აქ და თქვენივე წიგნებით გაიქეცით ცენტრალურ პარკში.

*Central Park

თუ გამონაბოლქვების ქალაქიდან ხართ გული შეიძლება გაგისკდეთ ემოციისგან. ბავშვები წიწილებივით არიან პარკს შესეული, სუნთქავენ მთელ ამ სიმწვანეს ასობით ჰექტარზე რომ არის გადაჭიმული პარკის უზარმაზარ ტერიტორიაზე. ყველგან მოლებია, ხეები, კლდეები, ტბა, დეკორატიული ყვავილები და ციყვები, ციყვები, ციყვები. მებაღეებს არასდროს სცალიათ გიპასუხონ ტურისტულ კითხვებზე.

ცენტრალურ პარკში, უზარმაზარი მწვანე ველი მზის გულზეა გადაშლილი. პლედებზე ხალხი ისვენებს. ბალახი ფუმფულა და სურნელოვანია. თავს თუ დადებთ დიდი შანსია მაშინვე ჩააკიმაროთ.

საღამოობით, Central Park-ში, როცა მზე უშველებელ სახლებს ამოეფარება მთელს ველზე მანჰეტენის ცათამბჯენების ჩრდილები ჩნდება ჯერ ერთი სახლის კონტური გაჩნდება, შემდეგ მეორე და მერე მთელი მანჰეტენი იხატება გაშლილ მწვანე მინდორზე.

პარკის მიდამოებში ის ნიუ-იორკია, ასე რომ უყვართ Sex and the city-ის მოყვარულებს. მანოლო ბლანიკების, ჰერმესის, ბრჭყვიალა რესტორნების ქალაქი.

*Ground Zero

თუ მშვენიერ ხასიათზე ხართ (რაც თითქმის გარანტირებულია ნიუ-იორკში ყოფნის დროს) აუცილებლად წაგიხდებათ გუნება 9/11 მემორიალს თუ ნახავთ. აქ ახლა პარკია ორი დიდი ცარიელი ადგილით, რომელსაც „Ground Zero” დაარქვეს.

მემორიალების ცენტრში წყლის სვეტები ერთ დიდ ნაპრალში უჩინარდება. ფანტაზიებში თუ გადავარდები, წარმოიდგენ რომ ეს სხვადასხვა ადგილიდან წამოსული წყლის სვეტები სხვადასხვა ბიოგრაფიის, გეოგრაფიის და კულტურის ადამიანები არიან, რომელთაც 2001 წლის 11 სექტემბერს, რვა საათსა და 45 წუთზე ერთი სევდიანი ბედი გაიზიარეს.

ტყუპების ხელახლა აგება არც უფიქრიათ. სამაგიეროდ გვერდზე ააგეს Top of the World –  ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობა და ტრაგიკულ “ტყუპებზე” უფრო მაღალი – ასე უპასუხეს ტრაგედიას, ამერიკულად.

Top of the World-ის აგება იმ მშენებლების შვილებმა გააგრძელეს, ვინც თავის დროზე ტყუპები ააგო. სავაჭრო ცენტრის საძირკველში, მათი სახეები ლოდებზე ჩნდება. ეს ის ლოდებია, რაზეც ამერიკის ყველაზე მაგარი ისტორია „მანჰეტენი“ აშენდა.

*Top of the World
*Battery Park

თუ ზემოთ ახვალთ გასაგიჟებელი სანახაობა დაგხვდებათ. 102-ე სართულიდან ყველაფერი ჩანს: სახლი სადაც ცხოვრობ, ლიბერთი, აკადემია, პიცერია სადაც ჭამა გიყვარს, ოკეანის ჰორიზონტები, მდიდრების სანაპიროები, ღარიბთა “პროჯექთები”.

აქედან რომ გამოხვალთ სახლში არ გაიქცეთ, შეირბინეთ იქვე Battery Park-ში. სანაპიროზე სკამზე ჩამოჯექით და ხილი ჭამეთ. იქვეა კაფე, სადაც ფანტასტიურ ლობსტერის სენდვიჩი შეიძლება მიირთვათ. როცა დანაყრდებით სანაპიროზე ჩაისეირნეთ. ყურე სავსეა ლამაზი გემებით. დატკბით ჯერსი სითის პანორამებით, აქედან ჩანსა ნიუ-იორკის სამკაული – თავისუფლების ქანდაკება.

მეტროც იქვეა და უოლდ-სტრითიც. ცნობილი ხარიც, რომელსაც ყველა ხელს კიდებს უხერხულ ადგილებში.  მეტროში ყველას სძინავს. ზოგი ლამის გადმოვარდეს სკამიდან. იღლებიან. D train-ზე თუ თქვენც ჩაგეძინათ Connie Island-მდე მიხვალთ.

შემოდგომით Connie Island, ოკეანე და ძველი ატრაქციონები ვინტაჟურ ხასიათზე გაყენებს. ღრუბლებისგან დამფრთხალი თოლიები, გაკაჟებული მოხუცები ტრუსებში, შეყვარებული წყვილები, უბრალოდ კარგი ადამიანები, ჰაერში გაშვებული ფრანები – ნამდვილი მისტიკაა!

*Connie Island

და აი აქ, აუცილებლად გაიფიქრებ: რამდენნაირია ეს ამერიკა.
If lot’s describes it of books exist on your topic and have been written in a similar format, that means readers exist for those types of books.