კუბა: ცეცხლოვანი ცეკვების, ფლირტისა და სიგარის სამშობლო!

მას შემდეგ რაც ფიდელ კასტროს გამოემშვიდობნენ, ცეცხლოვანი ცეკვების, ფლირტისა და სიგარის სამშობლო სულ უფრო საინტერესო გახდა ტურისტებისთვის. 

*ჰავანა. კუბა

წლების განმავლობაში ჰავანას აეროპორტი ცარიელი და მოსაწყენი იყო. ჩემი სტუმრობის დროს კი ხოსე-მარტის აეროპორტში გრძელ რიგში მომიწია დგომა. ისე მომეშალა ნერვები ლამის უკან გავბრუნდი. თუმცა სტატისტიკისთვის რომ ჩამეხედა, მზად შევხდებოდი ამ ამბავს. ბოლო წლის განმავლობაში ეს აეროპორტი ოთხმა მილიონმა ტურისტიმა „გადაჯეგა“. ცხადია, კუბისთვის ეს დიდი ამბავია. ჩემნაირი ტურისტებისთვის კი ძალიან სახიფათო ტენდეცია. სულ მეშინია, რომ ერთხელაც კუბაში ჩავალ და ძველი ქუჩების, შევროლეების და ჩამოტყავებული უნივერმაღების ნაცვლად, ცათამბჯენები, პიცერიები, ბეემვეები დამხვდება.

მოკლედ, ჩემი რჩევაა კუბა დროზე ნახოთ. სანამ ძალიან „გასვეცკდება“ ფერადი რეკლამებითა და შუშის შენობებით აქაურობა.

ჰავანაში როგორც კი ფეხი ჩავდგი, ძველი პოსტერები გამახსენდა. თუ კი შეიძლება ქალაქს ფერი ქონდეს, კუბა ვინტაჟის ფერია. სხვათა შორის, ეს ფერი ძალიან მოდაშია ახლანდელ თანამედროვე ინტერიერში, ძალიან შორს კუბისგან, ევროპაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა კუბა ჩემთვის „New Green” ფერია.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით უნდა წახვიდეთ. 25 დოლარი თუ გენანებათ, დაიწყეთ ხალხის ძიება. მაგალითად ოთხი კაცი თუ შეგროვდებით 6.25 $-ად რევოლუციის მოედნამდე მიხვალთ.

*ტაქსის მძღოლი ხოსე-მარტის აეროპორტთან. ჰავანა

მე მარტო წავედი. იმიტომ, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას საბჭოთა მანქანაში ჩავმხტარიყავი და გასეირნება მომეწყო საცობებისგან ცარიელ ქალაქში. მართლა ძალიან მაგარია ქალაქში სეირნობა მანქანით. და საერთოდ ჰავანა არის ქუჩაში სახეტიალო ადგილი!

კუბაზე ყველაფერი მოსულა. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე როგორ იქირავა ტურისტმა 500 დოლარად ფიდელ კასტროს მანქანა. ძვირია! მაგრამ სანამ წამოიკივლებთ იფიქრეთ რა დაგიჯდებათ ასეთი ისტორიული გასეირნება თუ მეგობრებთან ერთად ხართ.

ფიდელის მანქანა ზაპოროჟეცი არ გეგონოთ. ექვს მეტრიანი ლიმუზინია, 7 კაცი რომ ეტევა ისეთი.. ჰოდა, თუ გადაინაწილებთ თანხას 70 დოლარად იმგზავრებთ მსოფლიოში ცნობილი „ჩაიკით“, კუბის რევოლუციონერის მანქანით, რომელსაც ფიდელ კასტროს სახსოვრად ბრეჟნევისგან მიუღია. წარმოიდგინეთ რა სთორია „ინსტაგრამზე“? ან რა სტატუსი? ან რა ფოტო, ვიდეო და ყველაზე მთავარი – რა გასაოცარი შთაბეჭდილება კასტროს მანქანაში რომ ზიხარ, სიგარას აბოლებ, სავარძლებში ღრმად ჩაბუდებული “ადეკოლონის” სურნელი რომ გცემს და ჰავანას ათვალიერებ! მართალია ტყავის სავარძლები უკვე გადახუნებულია და კონდენციონერს უნდა ურტყა მუშტი რომ აამუშავო, მაგრამ ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მეგობრებთან ერთად ასეთი ვოიაჟის მოწყობა არ ღირს.

*”ჩაიკა” ფიდელის გარაჟიდან

მოკლედ, მე 7 კაცთან როგორც წესი არ ვმგზავრობ; და ვერც თადარიგი დავიჭირე წინასწარ, ამიტომაც გავაჩერე ყვითელი ტაქსი და მივდივარ პრადოს ბულვარისკენ.

ჰავანას ყველაზე, ყველაზე შთამბეჭდავი სასტუმრო „ნასიონალია“. დღე-ღამეში 280$ ღირს, მაგრამ სანამ ამ სასტუმროში შექანდებით და ამხელა ფულს გადაიხდით ან პირიქით დანანებით ჩაუვლით, ჩემი ოქროს რჩევა გაითვალისწინეთ: „ნასიონალის“ ყველაზე კარგი ნომერი სულ ცოტათი სჯობს ნომერს, რომელსაც ქალაქის ძველ ნაწილში 25$ იქირავებთ.

*რევოლუციის მოედანი. ჰავანა
*სასტუმრო “ნასიონალი”. ჰავანა

კუბა ძალიან იაფი ქალაქია! მთავარია აქ ჩააღწიოთ, რადგან ფრენა იაფი ნამდვილად არაა. მაგრამ კუბისთვის ფულის შეგროვებას თუ იწყებთ, კარგი ამბავი ისაა, რომ თვითმფრინავის, ვიზის და სასტუმროს თანხას, სულ ცოტა უნდა მიუმატოთ.

მაგალითს მოვიყვან: იუთუბზე ნანახი ვიდეობით შთაგონებულმა იმ რესტორანს მივადექი ობამამ ისტორიული ვიზიტის დროს რომ ივახშმა. „სან-კრისტობალი“ ისეთი ჰავანურია! აბა მეტი საქმე არ ქონდათ ობამა ცუდ ადგილას წაეყვანათ. მწვანე კერამიკული ფილებით მორთული – ფერად, ხალისიან აბაზანაში გეგონება თავი. არც იფიქროთ, რომ რესტორანს წინასწარი ჯავშნის გარეშე ესტუმროთ. აქ ნახავთ ფერად კუბურ პოსტერებს, ცხადია, ობამას პოსტერებიც კიდია. „სან-კრისტობალი“ ერთი ჩვეულებრივი რესტორანი იყო, სანამ ობამამ აქ „სოლომია“ არ დააგემოვნა. სტაფი ძალიან საყვარელია. კუბური სიგარა და რომი კიდევ უფრო გასაოცარი!

*რესტორანი „სან-კრისტობალი“. ჰავანა

ყველაზე “ქუულ” კერძი 23 დოლარი დაგიჯდებათ აქ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ „გამსკდარი“ იქნებით. ამიტომაც აქედან როგორც კი გამოვედი ქალაქის „ძველ მოედანზე“ ჩუროსი ვჭამე, ზეთში გამომცხვარი ტკბილი ცომი, რომელიც სულ 70 ცენტი დამიჯდა.

კუბაზე ტურისტებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. მაგალითად, აქ ნახავთ ტურისტების „გაყვლეფის“ ისეთ სქემას, ანალოგი მთელს მსოფლიოში რომ არ აქვს. ადგილობრივები პესოებს იყენებენ, ხოლო ტურისტებისვის ფულის ერთეული კუკია. კუკებში ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე პესოებში. აი, ასე! თუმცა თუ რესტორნებს არ მიასკდებით და პოლადაროებში შეჭამთ, სრული შოკი შეიძლება დაგემართოთ – 2$-ად შეიძლება აქ ისე ისადილო მთელი დღე საჭმლისკენ არ გაიხედო. პოლადარი სახლური კაფეა, რომელსაც ადგილობრივებს საკუთარი სახლის სამზარეულოებში აქვთ გაკეთებული! ოჰ, როგორ იგრძნობა აქ ჰავანა, მთელი თავისი დიდებულებით.

*ოჯახური სამზარეულო “ლა ესპერანცა”. ჰავანა

ჰავანას ქუჩებში სეირნობა წარმოუდგენლად ვინტაჟურ ხასიათზე გაყენებს. უღატაკეს უბნებშიც კი მხიარულება იგრძნობა. წელსზემოთ შიშველი ბავშვები კოკა-კოლის ქილით ფეხბურთს თამაშობენ, კაცები დომინოს რკინის მაგიდაზე უბათქუნებენ, მოხუცები გაზეთებს ეცნობიან, ქალები სარეცხს პირდაპირ გამვლელებს აბერტყავენ თავზე. ყველას თავისი საქმე აქვს, ყველა ძალიან განსხვავებულია, თუმცა ყველა კუბელს აერთანებს ყველაზე დიდი ვნება – ცეკვა!

ყველა ცეკვავს – ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები, ნარკოდილერთა შვილები, კურტიზანები, მასწავლებლები და სიგარის შემხვევები. გასაოცარია რიტმის გაცნდა და შეგრძნება! დაუჯერებელია როგორ ახერხებენ უღატაკესი ადამიანები სიმღერ-სიმღერით მოგემსახურონ, გავის რიტმული ქნევით. ეს განწყობა ისეთი გადამდებია, რომ ყველაფრის ცეკვა-ცეკვით გაკეთება გინდება.

*ჰავანას ქუჩები

ასე ცეკვა-ცეკვით შეიძლება მოიარო ჰავანას ვიწრო ქუჩები! ქალაქი-კინო, ალბათ ასე უნდა დავარქათ ჰავანას. საბჭოთა მირტყმულ-მორტყმული, სხვადასხვა ფერადი საღებავებით მიპაჩინკებული მანქანები უკვე მოძრავ რუინებს გაგონებს. ამ „მოსიარულე ჯართებს“ ჩაურბენს ხოლმე გადაწელილი კაბრიოლეტები, ფართო და გრძელი ცხვირებით, ვიღაც კაცი გიტარას ასწორებს პარკში, ორი მოხუცი ცეკვავს შემთხვევით გაგონილი მუსიკის ფონზე, ფაველებში შეყვარებული ბიჭები გოგონებს დასდევენ! კინოა, აბა რა არის?! ბოშა კარმენის ცალმხრივი სიყვარულის ამბავსაც აქ გადაიღებ, ესმერალდას ისტორიასაც, ამერიკულ ბოევიკსაც. სულ რომ მათემატიკოსი იყო, აუცილებლად გაგეხსნება რეჟისორული ხედვა, რომელიც თურმე ყველა ჩვენგანს აღმოაჩნდება ხოლმე ამ დალოცვილ მიწაზე. მალეკონის სანაპიროზე, ქარიან ამინდში, ტალღები ეხეთქება ასფალტს და ისეთ სილამაზეს ქმნის, მარტო კინოში რომ შეიძლება ნახო.

*მალეკონის სანაპირო. ჰავანა

ტალღა რადენიმე მეტრ სიმაღლეზე ადის და თუ ცოტა თავი არ მოარიდე, ნიფხვიანა სველდები. თუ რომანტიკოსი ხართ და საღამოს ამ სანაპიროზე ჩაისეირნებთ, ზედმეტი რომანტიკისგან შეიძლება გაიპარო.

რევოლუციის მოედანი უფრო შთამბეჭდავი მეგონა, ვიდრე სინამდვილეშია. ჩვეულებრივი გაშლილი სივრცეა, ცენტრში უუუზარმაზარი სვეტისებური ქანდაკებით. ყველგან ამერიკის დროშაა – მაისურებზე, ტაქსებში, შენობებზე. ფიდელ კასტრო ბრუნავს ალბათ საფლავში. რაც მთავარია, ამერიკელი ტურისტია ყველგან სადაც არ გაიხედავ! ჩამოდიან გემით მაიამიდან, ან თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან.

რევოლუციის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე პატარა ფაბები და რესტორნებია. თუ ბევრის დახარჯვა არ გინდათ, შეგიძლიათ ვინმეს სახლში ესტუმროთ. კუბელებს სახლში აქვთ მოწყობილი პატარა „დენს-ფლორები“, სადაც კაი სიგარა, კაი ცეკვები და კაი რომია!

გამობოდიალდებით და რეტრო ავტომობილი მიგიყვანთ სახლამდე. თუ უფრო იაფად გინდათ იმგზავროთ, მაშინ კოკო-ტაქსი აიყვანეთ, პატარა ღია-კუკუშკა ტაქსები. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰავანაზე არაა და მაინც, თუ სახლში არ გეჩქარებათ და მერწმუნეთ ჰავანაზე სახლში არასდროს გეჩქარება, ჩაუყევით ლამაზ ვიწრო ქუჩებს და „ფლორიდიტას“ შეაფარეთ თავი; კაფე, რომელიც ჰემინგუეიმ შემოიჩვია.

*კაფე “ფლორიდიტა”. ჰავანა

მწერლის საყვარელი მაგიდაც აქვეა, სადაც მარტო იჯდა, სიგარას ეწეოდა და ვინ იცის, იქნებ ფიქრობდა ზღვასთან პირისპირ დარჩენილ მოხუცზე…

Too much რომანტიკა როცა დაგღლით, ვარადეროსკენ გასწიეთ! ვია-ბლანკას გზატკეცილის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, ნაკრძალებზე და პირველყოფილი ტყეებზე გადის უზარმაზარი ხიდი, რომელიც ცალკე სანახაობაა!

*ბაკუნაიაგუას ხიდი

უხ, რა მაგარია ამ ხიდზე კაბრიოლეტით ჩაქროლება! ჰავანადან სამ საათში ვარადეროს სრულიად გასაგიჟებელი სანაპიროებია. გიდი გეტყვით: „აი, ესაა ალ კაპონეს ვილა“ უცნაურია.. მოგვიანებით ინტერნეტიდან შეიტყობთ, რომ ალ კაპონე ვარადორეზე ნამყოფიც კი არაა. მაგრამ აქ იციან, რომ ყველაზე კარგად კარგი ისტორიები იყიდება!

ჰავანაში სიარულისგან დაღლილი, თეთრ სანაპიროებზე შეგიძლიათ „ეგდოთ“ და 10 დოლარიანი კოქტეილი წრუპოთ. ჰავანასთან შედარებით ვარადეროზე ფასები ცოტა უფრო ძვირია. სამაგიეროდ, სასტუმროში ოლ-ინქლუზივ სერვისია. ვარადერო ცნობილია კურტიზანი ქალებით, კოქტეილებით, ძვირადღირებული ვილებით, ცეკვით, სიმღერით და ფლირტით!

 
When you’ve answered all these questions and gotten really clear on you can check here your message and purpose and your book’s message and purpose, you are ready to write or not.